გუტიმ ბოლო ოფიციალური მატჩი 15 ნოემბერს "ბეშიქთაშის" მაისურით ჩაატარა. მისი გუნდი თურქეთის თასის მფლობელი გახდა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელს კლუბში, პრაქტიკულად, არ უთამაშია და მოედანზე სულ 220 წუთი დაჰყო. ამ მიზეზის გამო სეზონის შუაგულში ნახევარმცველი "ბეშიქთაშს" გამოეთხოვა.
28 ივნისს გუტიმ განაცხადა, რომ კიდევ ორიოდე სეზონი სურდა თამაში, მაგრამ მისთვის მოლაპარაკებების წარმოება იოლი არ ყოფილა.
"მე მწვრთნელი ვიქნები და ვალდებებასი ("რეალის" ბაზა) ჩემთვის იდეალური სამუშაო ადგილი იქნება", - თქვა ფეხბურთელმა.
გუტიმ თავის კარიერაში 582 მატჩი ჩაატარა (540 "სამეფო კლუბში"), რომლებშიც 89 გოლი გაიტანა (77 "რეალში"). მან მადრიდში 15 სეზონი გაატარა, "ბეშიქთაშში" წელიწადნახევარი. გუტის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონის 5 ტიტულია, სამი ჩემპიონთა ლიგის თასი, 4 ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით