იკერ კასილიასი ჰიუსტონში მადრიდის "რეალის" აკადემიას გახსნის

AutoSharing Option
13 ივლისს ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მადრიდის "რეალის" აკადემიას გახსნის.

აკადემიაში 200 ბავშვი ივარჯიშებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, 30 წუთის მანძილზე კასილიასს მოუსმინონ და ეურთიერთონ.

აკადემიის გახსნის შემდეგ კასილიასი პრესკონფერენციას გამართავს.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების კარის დარაჯი მათ სპორტის სამყაროში გაბატონებულ ფასეულობებზე გაესაუბრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული