კატალონიელები ცდილობენ, რომ ხავი მარტინესის შესაძენად საკმარისი თანხა შეაგროვონ. ამისთვის კი კლუბმა ტრანსფერზე ჰოლანდიელი ფეხბურთელი დააყენა.
მას შემდეგ, რაც 26 წლის ჰავბეკის გადასვლა "ლილში" ჩაიშალა, "ბარსელონამ" აფელაი ლონდონის "არსენალსა" და მილანის "ინტერს" შესთავაზა.
"ბლაუგრანა" აფელაის ტრანსფერიდან 6 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით