მადრიდის "რეალს" ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი ძალიან ძვირი უჯდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" უკვე გამოაცხადა საჯაროდ, რომ ლუკა მოდრიჩის სავარაუდო ტრანსფერებზე შეთავაზებებს მიიღებს და განიხილავს.

ამით მადრიდის "რეალს" ხელ-ფეხი გაეხსნა. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს უპირველესი და შესაძლოა, ერთადერთი სამიზნე ლუკა მოდრიჩია.

ახლა მთავარი სალაპარაკო საკითხი თანხაა - ვინ მეტს გადაუხდის "ტოტენჰემს". "რეალს" მხოლოდ ერთი სერიოზული მეტოქე ჰყავს "პარი სენ ჟერმენი" და ისიც უფრო სხვა ფრონტზე აქტიურობს.

44,4
რას სთავაზობს "სამეფო კლუბი" ლონდონურს? ფლორენტინო პერესი მზადაა, ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ 44,4 მილიონი ევრო გადაიხადოს ეს კი 35 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ბევრია? საკმაოდ. მით უფრო,
რომ "რეალი" სთავაზობს "ტოტენჰემს" დამატებებს, რომლებიც მას მერე ამოქმედდება, რაც მოდრიჩი ესპანეთში ათამაშდება ანუ ბონუსების სისტემას ყოფილი კლუბისთვის! და ეს სულაც არ არის ყველაფერი - "რეალი" მზადაა, ან რიკარდო კარვალიო ან კიდევ ნური შაჰინი ერთწლიანი იჯარით დაუთმოს "ტოტენჰემს".

26 წლის ხორვატსაც კარგად შეხვდება. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ლუკა მოდრიჩი უკვე დაეთანხმა მართლაც სამეფო შემოთავაზებას - 4-წლიანი კონტრაქტი, ზღაპრული ანაზღაურებით - 152 ათასი ევრო კვირაში.

ხიფათი... პორტუგალიიდან
ტრანსფერი შეიძლება პორტუგალიელის გამო შეფერხდეს, მაგრამ აქ ლონდონელთა ახალ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს სულაც არ ვგულისხმობთ. 34 წლის მწვრთნელმა უკვე თქვა, რომ თუ მოდრიჩს წასვლა უნდა, წავიდეს, მის შემცვლელს აუცილებლად იშოვნის!

ვილაშ-ბოაშს მიაჩნია, რომ მოდრიჩზე უკეთაც კი ითამაშებს "ტოტენჰემში" პორტუგალიის ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერი ჟოაო მოუტინიო, მაგრამ... "პორტუ" 25 წლის პორტუგალიელს ძალიან ძვირად აფასებს - 38 მილიონ ევროდ!

რა გამოდის, "ტოტენჰემი" უშვებს თავის მეგავარსკვლავს და მის ნაცვლად ყიდულობს ფეხბურთელს, რომელმაც შეიძლება შეძლოს მისი შეცვლა და შეიძლება - ვერა და ამ ოპერაციაში "სუფთა" თანხა 6,5 მილიონი ევროც კი არ რჩება! ცოტაა.

შეგახსენებთ, რომ შარშან "ტოტენჰემის" ბოსმა დანიელ ლევიმ "ჩელსის" მოდრიჩის 40 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უთხრა უარი.

4 წლის წინ გაშვებული შანსი
"მარკამ" არცთუ დიდი ხნის არქივებში მიაკვლია, რომ "რეალს" 2008 წელს ხელიდან გაუშვია მოდრიჩის აყვანის შანსი. მაშინ "სამეფო კლუბს" ხორვატი 18 მილიონი ევრო დაუჯდებოდა! თვით ადრე სანამ "ტოტენჰემი" ზაგრების "დინამოდან" ლუკას იყიდდა, მისი ტრანსფერის შანსი "რეალს" ჰქონდა, თანაც მაშინ ესპანელები ინგლისელებზე მეტად იყვნენ მოდრიჩით დაინტერესებულნი.

რამდენად იყიდა მოდრიჩი "ტოტენჰემმა" ცნობილი არ არის, ერთი წყარო 16 მილიონს ასახელებს, მეორე - 21-ს, მესამე - 25-ს. მაშინ "რეალის" სატრანსფერო საკითხებში პრედრაგ მიატოვიჩს სიტყვა ეთქმოდა. მიატოვიჩმა კი ჯერ კიდევ 16 წლისა შეამჩნია ლუკა, რომელსაც თანაგუნდელები "ჩიტს" ეძახდნენ ("წვეტიანი" ნაკვთების გამო, განსაკუთრებით პროფილში).

"რეალსა" და "დინამოს" შორის შეთანხმება შედგა - 18 მილიონ ევროს მოდრიჩი მადრიდში გადადიოდა, ფეხბურთელიც მონდომებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში "რეალმა" ტრანსფერი ჩაშალა.

ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა "ამხელა" თანხის გადახდა ფეხბურთელში, რომელსაც დიდ ლიგებში თავი ჯერ არ გამოეჩინა. ახლა კიდევ "რეალი" ლამის სამჯერ მეტს იხდის, მაგრამ ჯერ არავინ იცის, შეძლებს კი ლუკას აყვანას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაინტერესებს იცით მაგალიტად ეს სტატია თქვენი მოფიქრებულია თუ გადმოქართულებული მე უფრო მეორე მგონია კი 18 მილიონად ყიდულობდა და იაფი იყო და ეხლა 3ჯერ მეტს იხდიან მაგრამ რო ამბობთ რო ხელიდან გაუშვაოო:)))) 2008-2012 ამ პეხბურთელზე გაწეული ხარჯი არც ისე ცოტა იქნებოდა და რისკი კი უფრო მაღალი :) დაუკვირდით ხოლმე ისე წერთ ხოლმე თქვენ აზრებს გაბრაზებული ტონით
guga
18:26 14-07-2012
0

სიახლეები პოპულარული