სანდრო როსელი: "ბარსას" აღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა კლუბმა რონალდინიო გაიფორმა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა "რეალის" საჩემპიონო სეზონი ეჭვის ქვეშ დააყენა - მან საკვირაო გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა შემდეგი ფრაზა: "ყველამ კარგად ვიცით, რომ ლა ლიგის ბოლო სეზონი ძალიან უცნაური იყო".

როსელი ინტერვიუში სხვა საკითხებსაც შეეძო - მისი აზრით, "ბარსას" აღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა კლუბმა რონალდინიო გაიფორმა.

"ამ ტრანსფერით "ბარსელონაში" წერტილი დაესვა ნეგატიურ მოვლენებს და გუნდი წინ წავიდა. აი, რა გააკეთა რონალდინიომ". მან "კბილი გაკრა" ლაპორტასაც და განაცხადა, რომ წინამორბედისგან განსხვავებით მუდამ კატალონიის პრეზიდენტობა არ ელანდება და არც რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის მხარდამჭერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა ეს კაცი და რაღა რომან ფიფია :)))))
guga
18:34 14-07-2012
0
რაღა რომან ფიფია მაგარია ბრაატ მაგრად ვიხალისე
bondo
19:25 14-07-2012
0

სიახლეები პოპულარული