"ამჟამად გუნდში რამდენიმე პოზიცია საჭიროებს გაძლიერებას. პირველ რიგში ეს მოედნის ცენტრს ეხება. ევერ ბანეგა კვლავ ტრავმირებულია, და პოზიცია ცუდად დაკომპლექტებული რჩება.
როგორც გუნდის მწვრთნელი, ვისურვებდი, რომ ახალწვეულები გუნდს რაც შეიძლება მალე შეწყობოდნენ. "ვალენსია" მკვეთრად გადახალისდება და შეთამაშებისთვის მცირე დრო დაგვჭირდება", - განაცხადა პელეგრინიმ.