ლიონელ მესი ღირსების შელახვისთვის უნგრულ გამოცემას უჩივლებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი უნგრულ გამოცემა "კეპეშ სპორტს" უჩივლებს.

"ლა პულგა" ამტკიცებს, რომ "კეპეშ სპორტმა" მასთან ინტერვიუ შეთითხნა.

"ეს ინტერვიუ მათი მოგონილია. ახლა ვფიქრობთ, ვუჩივლოთ ამ გამოცემას ღირსების შელახვისთვის", - განუცხადა მესიმ "ტელეამს".

მაინც რა იყო ამ ინტერვიუში ასეთი? მესი "იგონებს", რომ თავიდან "ბარსელონას" აკადემიაში ჭაბუკ ფეხბურთელებს ის გონებაშეზღუდულად მიაჩნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიონელ მესი: "ლა მასიაში" ბავშვებს მუნჯი ვეგონე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული