იკერ კასილიასი: "ბარსელონას" პატივს ვცემ, მაგრამ მსურს, მადრიდის "რეალთან" ერთად ოთხივე ტიტული მოვიგო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა მიზნად ყველა ოფიციალურ ტურნირში გამარჯვება დაისახა, რომელშიც "სამეფო კლუბი" ახალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს.

"ბარსელონას" და მის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რა ელის "რეალს". მინდა, "რეალთან" ერთად ოთხივე ტიტული - სუპერთასი, ესპანეთის თასი და ჩემპიონატი, ასევე, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.

ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება "რეალისთვის" შესაძლოა განსაკუთრებული გახდეს, ეს ხომ მეათე გამარჯვება იქნება. გასულ წელს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ახლა ტიტულის მოგება გვსურს", - თქვა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი
ჰიუსტონში მადრიდის "რეალის" აკადემიას გახსნის
მკითხველის კომენტარები / 1 /
იკერ იოცნებე იოცნებე კაცი ოცნებას არ მოუკლავს viva barsa
shota
16:11 16-07-2012
0

სიახლეები პოპულარული