კრიშტიანო რონალდოს ხელფასი შესაძლოა წელიწადში 25 მილიონი ევრო გახდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს შორის მოლაპარაკებები, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, ჩიხში შევიდა. მიზეზი კი ესპანეთში ანტიკრიზისული გადასახადების ახალი კანონია.

ესპანეთის მთავრობამ "დევიდ ბექჰემის წესი" გააუქმა და ახლა პრიმერას ვარსკვლავი ფეხბურთელები გადასახადების სახით იმდენივეს გადაიხდიან, რამდენსაც ქვეყნის მდიდარი მოსახლეობა იხდის.

რონალდოს სეზონში სუფთად 15 მილიონი ევროს მიღება სურს. ამიტომ ამ კანონის შემდეგ "რეალმა" პორტუგალიელს 23 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული