21 წლის ჰავბეკი გასულ სეზონში "ბლაუგრანას" ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა. აშკარაა, რომ ისააკს ჯერჯერობით გამოცდილება არ ჰყოფნის, რაც მოედანზე მის მოქმედებებზეც აისახება - ხანდახან სწორხაზოვნად მოქმედებს და განსაკუთრებულით არაფრით გამოირჩევა. თუმცა კატალონიური კლუბის თავკაც ტიტო ვილანოვას ეს არ აშფოთებს.
"ერთიმეორისგან თითოეული მწვრთნელი განსხვავდება. ყველას გამოცდილი მოთამაშეები სჭირდება, მაგრამ ტიტომ თქვა, რომ ჩემზე იმედებს
ამ დროისთვის კუენკა მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, რის გამოც იძულებულია, ოლიმპიური თამაშები გამოტოვოს.
"მთავარია, რომ მუხლი უკეთ მაქვს. იმედია, მწყობრში, რაც შეიძლება, მალე ჩავდგები და გუნდს დავეხმარები", - განაცხადა ნახევარმცველმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით