აბელარდო ფერნანდესი: ტიტო ვილანოვას რთული, მაგრამ სასიამოვნო სამუშაო ექნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა აბელარდო ფერნანდესმა "ბლაუგრანას" ახალ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვამ გუნდის სათავეში პეპ გვარდიოლა შეცვალა.

"რა თქმა უნდა, ვილანოვა წნეხის ქვეშ იქნება, მაგრამ სასიამოვნო წნეხის ქვეშ. "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ხომ ნებისმიერი სპეციალისტი ისურვებდა.

ეჭვგარეშეა, რომ ვილანოვას რთული სამუშაო ექნება, რადგან მისმა წინამორბედმა გვარდიოლამ დიდ წარმატებებს მიაღწია. გვარდიოლამ "ბარსელონას" ზღვარი ძალიან მაღლა ასწია, თუმცა ტიტოს განკარგულებაში ძალიან ძლიერი გუნდია. ვილანოვა მთელი ამ ხნის მანძილზე გვარდიოლასთან ერთად იყო და გუნდის წარმატებებში ისეთივე წვლილი მიუძღვის. ვფიქრობ, რომ კლუბის
ხელმძღვანელობამ ვილანოვასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა აბელარდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული