ტიტო ვილანოვა: თუ ვინმეს დავიმატებთ, ეს მხოლოდ დაცვის ფეხბურთელი იქნება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ 17 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილანოვამ აფელაისთან დაკავშირებულ ჭორებსა და მადრიდის "რეალის" მხრიდან მომავალში მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.

"ვუპასუხებ თუ არა "რეალის" პროვოკაციებს? პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მადრიდელების მხრიდან არანაირ პროვოკაციას არ ველით, თუმცა, თუ ისინი მაინც შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, მაშინ, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იქნება რეაქცია.

რაც შეეხება მოსალოდნელ ტრანსფერებს, ხავი მარტინესზე მე არ უნდა მკითხოთ. კი, ის გამოადგება "ბარსელონას", როგორც ევროპის 50-მდე სხვა ფეხბურთელი.

იბრაჰიმ აფელაისთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება. შემიძლია
გითხრათ, რომ ეს ჭორები რეალობას არ ასახავს. "ბარსელონაში" ყველა მოთამაშის იმედი მაქვს და ასევე აფელაისიც. ის მაღალი დონის ფეხბურთელია.

ერთის თქმა დარწმუნებით შემიძლია - თუ ვინმეს დავიმატებთ, ეს არ იქნება თავდამსხმელი. მხოლოდ დაცვის ფეხბურთელი გვჭირდება", - თქვა ვილანოვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული