ვილანოვამ აფელაისთან დაკავშირებულ ჭორებსა და მადრიდის "რეალის" მხრიდან მომავალში მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.
"ვუპასუხებ თუ არა "რეალის" პროვოკაციებს? პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მადრიდელების მხრიდან არანაირ პროვოკაციას არ ველით, თუმცა, თუ ისინი მაინც შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, მაშინ, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იქნება რეაქცია.
რაც შეეხება მოსალოდნელ ტრანსფერებს, ხავი მარტინესზე მე არ უნდა მკითხოთ. კი, ის გამოადგება "ბარსელონას", როგორც ევროპის 50-მდე სხვა ფეხბურთელი.
იბრაჰიმ აფელაისთან დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდება. შემიძლია
ერთის თქმა დარწმუნებით შემიძლია - თუ ვინმეს დავიმატებთ, ეს არ იქნება თავდამსხმელი. მხოლოდ დაცვის ფეხბურთელი გვჭირდება", - თქვა ვილანოვამ.