"ბარსელონას" დანი ალვეში დაუბრუნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი დანი ალვეში, რომელმაც მხრის ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა, 17 ივლისს გუნდის საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ბრაზილიელი გასული სეზონის მიწურულს დაშავდა და ესპანეთის თასის ფინალი გამოტოვა. ხსენებული ტრავმის გამო ის ლონდონის ოლიმპიადაზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებსაც გამოაკლდა.

ასევე იუწყებიან, რომ კატალონიელთა ფორვარდი დავიდ ვილიაც მწყობრში დგება და 17 ივლისს გუნდურ ვარჯიშში ნაწილობრივ ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული