ფეხბურთელმა, პრაქტიკულად, ყველა ტიტული მოიგო, როგორც საკლუბო დონეზე, ასევე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.
"იმედი მაქვს, რომ თამაშს 37 წლამდე შევძლებ. ფეხბურთი ბევრ რამეს გვასწავლის. კერძოდ, წაგებიდან სასარგებლო გაკვეთილის მიღებას სწავლობ.
ფეხბურთს ჩემთვის არაფერი წაურთმევია. პირიქით, ყველაფერი მომცა. ამიტომ წუწუნი არაფრით შემიძლია", - განაცხადა კასილიასმა და დასძინა, რომ ახალი სეზონის წინ კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ არაფერი იცის.
გოლკიპერი ამჟამად 31 წლისაა.