ლიონელ მესი: მინდა, "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" მოთამაშეს ერგოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კვლავ "ბლაუგრანას" ფეხბურთელს ერგება.

"მინდა, რომ "ოქროს ბურთი" ჩემმა თანაგუნდელმა აიღოს და ეს ჯილდო "ბარსელონაში" დარჩეს.

არ ვფიქრობ, რომ ახალი მოთამაშეების აყვანა გვჭირდება. დავიდ ვილია სრულ გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. ის კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

"ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ხავიერ მასკერანოც. იმედია, ის კლუბში მრავალი წლის მანძილზე დარჩება.

"ბარსელონას" გასახდელში შესანიშნავი ხალხია თავმოყრილი. თითოეულმა მათგანმა იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. ასე რომ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც გვარდიოლას დროს იყო",
- განაცხადა მესიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული