"ბარსელონამ" სარეზერვო შემადგენლობიდან 8 ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ოთხშაბათ დილით "ბარსელონა" მესამედ შეიკრიბა ბაზაზე და პირველად სოლიდური რაოდენობის ფეხბურთელებით - "სიუტატ ესპორტივას" მეორე მოედანზე 21 ფეხბურთელი შეიკრიბა.

21-დან 13 "ბარსას" პირველი გუნდის წევრია, 8 კი სარეზერვო შემადგენლობიდან დაიმატა ტიტო ვილანოვამ.

გუნდის ახალი თავკაცი ეუსებიო საკრისტანს შემდეგ ოქტეტს ეთხოვა: ოიერი, სერხი გომესი, პლანიასი, სერხი რობერტო, ილიე, რაფინია, კიკო ფემენია და ლობატო.

ფონტასი, ვილია და დანი ალვეში გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდნენ. ისინი ფიზიკური მომზადების მწვრთნელს მიებარნენ.

ასევე დაშავებულნი არიან ტიაგო ალკანტარა და კვენკა, რომლებსაც ასევე არ უვარჯიშიათ ჯგუფთან ერთად.

ეს
ორი ტრენაჟორების დარბაზში ემზადებოდა. წინა დღით ბაზას თანაგუნდელების მოსანახულებლად ერიკ აბიდალი ეწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული