ჟოზე მოურინიოც იწყებს

AutoSharing Option
16 ივლისს ვარჯიში დაიწყო ესპანეთის ჩემპიონმა "რეალმა" - 2012/13 წლების სეზონისთვის მზადება გახსნილია.

ჟოზე მოურინიოს საქმე, უმთავრესად, სარეზერვო გუნდის წევრებთან ჰქონდა, რადგან ევრო 2012-ის მონაწილეებისთვის შვებულება ჯერ არ დასრულებულა, ისევე, როგორც ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდში გამოძახებული მარსელოსთვის.

პირველი გუნდიდან ბაზაზე გამოცხადდნენ: მორატა, კაკა, იგუაინი, ვარანი, დი მარია, გრანერო, კალეხონი და ადანი. არსად ჩანდა რიკარდო კარვალიო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ეს ვეტერანი პორტუგალიელი სხვა კლუბში (სავარაუდოდ, სამშობლოში) გადავა.

თუმცა "სამეფო კლუბში" გამოაცხადეს, რომ კარვალიოს ვარჯიშის გაცდენის ნებართვა უთხოვია. "რეალ კასტილიადან"
მოურინიომ 13 ფეხბურთელი დაიმატა.

სამშაბათს გუნდმა ორმხრივი თამაშიც გამართა - "ცისფერმა" გუნდმა კაკას და იგუაინის გოლების წყალობით 2:1 მოიგო. შეხვედრაში მონაწილეობა მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამაც მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული