ლონდონის "ტოტენჰემი" ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს აჭიანურებს

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, როგორც ჩანს, ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი ჩრდილოლონდონური კლუბის გამო გაჭიანურდება.

"ტოტენჰემს" შარშანაც შეეძლო ხორვატის გაყიდვა, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო იუარა.

წლეულს პრინციპულად განსხვავებული სიტუაციაა - თუკი შარშან "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ბევრს ეცადა, რომ ფეხბურთელი დარჩენაში დაერწმუნებინა და ყველა წინადადება უკუაგდო, წლეულს ინგლისელები მზად არიან, გაყიდონ მოდრიჩი - ოღონდ, რაც შეიძლება, ძვირ ფასად.

ამასთან, მათ არსად ეჩქარებათ, სატრანსფერო სარკმლის დახურვამდე თვენახევარი რჩება და "ტოტენჰემი" მხოლოდ "რეალის" წინადადებას არ განიხილავს, სხვებისასაც ელის (მაგალითად, "პარი სენ ჟერმენს").

როგორც "მარკამ"
ინგლისური კლუბის ბანაკიდან შეიტყო - თუკი "რეალი" 35 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის, ხვალვე შეუძლია მოდრიჩი მადრიდში წაიყვანოს. სხვათა შორის, იმავე "მარკას" წყარო ამტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიო მოდრიჩს ხშირად ელაპარაკება მომავალ ტრანსფერზე. 

სხვათა შორის, იტალიურ პრესას თუ ვენდობით, მოდრიჩს მადრიდში "ინტერის" ბრაზილიელი მცველი მაიკონი ჩაასწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული