ვისენტე დელ ბოსკე: მინდა, კარლეს პუიოლმა ესპანეთის ნაკრებში მეასე მატჩი ითამაშოს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ბარსელონას" და "ფურია როხას" ფეხბურთელი კარლეს პუიოლი შეაქო.

დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პუიოლის ხილვა სურს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ პუიოლმა მუხლის ტრავმა მიიღო და დიდ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

"ვნახოთ, როგორ ითამაშებს კარლესი "ბარსელონაში". პუიოლი შესანიშნავი პროფესიონალია და შეუძლია, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მეასე მატჩი ითამაშოს.

ყველას იმედი გვაქვს, რომ მას ეს გამოუვა", - თქვა დელ ბოსკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული