დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში პუიოლის ხილვა სურს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ პუიოლმა მუხლის ტრავმა მიიღო და დიდ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.
"ვნახოთ, როგორ ითამაშებს კარლესი "ბარსელონაში". პუიოლი შესანიშნავი პროფესიონალია და შეუძლია, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მეასე მატჩი ითამაშოს.
ყველას იმედი გვაქვს, რომ მას ეს გამოუვა", - თქვა დელ ბოსკემ.