არგენტინელმა "იუვენტუსის" წინადადებაზე უარი განაცხადა. "ბებერი ქალბატონი" მას ხელფასის გაორმაგებას და წელიწადში 7 მილიონი ევროს გადახდას ჰპირდებოდა.
"ჩემს გადაწყვეტილებაზე ჟოზე მოურინიოსთან საუბარმა იმოქმედა. დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს ჩვენი პირადი საქმეა.
ჩვენ "რეალში" ერთი ოჯახივით ვართ. ეს ძალებს მაძლევს. მინდა მიმდინარე სეზონში იმდენად კარგად ვითამაშო, რამდენადაც შესაძლებელია და ის ოცნებები განვახორციელო, რომელთა მიღწევაც აქამდე ვერ მოვახერხე", - განაცხადა იგუაინმა.
"იუვენტუსი" მზად იყო, ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაეხადა.
მომზადებულია