ფერნანდო გაგო შესაძლოა ამ დღეებში "ვალენსიაში" გადავიდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" და "ვალენსიამ" ნახევარმცველ ფერნანდო გაგოს ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ "მარკა" ფეხბურთელის აგენტ ფერნანდო ლომბილიოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ვალენსიური კლუბი ჰავბეკს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის განმავლობაში წელიწადში 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის. ხელშეკრულება მხარეებს შორის შესაძლოა ამ დღეებში გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი გაგომ იჯარის წესით "რომაში" გაატარა. იტალიის ჩემპიონატში არგენტინელმა 30 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული