"ბარსელონამ" გასული სეზონი რეკორდული მოგებით - 48.8 მილიონი ევროთი დაასრულა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" 2011/12 წლების სეზონი რეკორდული მოგებით, 48.8 მილიონი ევროთი დაასრულა.

კლუბის კომერციული განყოფილების ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ სეზონში "ბარსელონას" შემოსავლებმა 494.9 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 21.5 მილიონი ევროთი აღემატება.

გასულ წელთან შედარებით, კატალონიური კლუბის ხარჯები 31.5 მილიონით (6.6 პროცენტი) შემცირდა და 441.1 მილიონი ევრო შეადგინა.

"ბარსელონას" ვალი გასულ სეზონთან შედარებით 30 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 335 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტად სანდრო როსელის დანიშვნამდე "ბარსელონას" ვალი 420 მილიონ ევროს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული