კრიშტიანო რონალდო: არავის სჯერა, რომ რომანტიკოსი ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო წუხს, რომ მისი რომანტიკული ბუნებისა არავის სჯერა.

"ვცდილობ რომანტიკოსი ვიყო, მაგრამ ჩემი არავის სჯერა", - ამბობს რონალდო.

პორტუგალიელი, რომელიც ამჟამად რუს მოდელს, ირინა შეიკს ხვდება, ტაილანდური ტელევიზიის კითხვაზე, რას აფასებს გოგონებში ყველაზე მეტად, ასე პასუხობს: "ყოველთვის გულში ვიხედები, ეს ყველაზე ფასულია, რაც შეიძლება არსებობდეს".

ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ვაჟიშვილზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომელიც 2010 წელს დაიბადა.

"მას ისეთივე თმები აქვს, როგორიც მე. მასთან ერთად მძინავს და ვიღვიძებ - ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა", - თქვა
ფორვარდმა.

რონალდო მადრიდის "რეალში" 2009 წელს გადავიდა. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ფეხბურთელის ტრანსფერმა რეკორდული თანხა - 93.9 მილიონი ევრო შეადგინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რონი
მაკნატუნაა
21:48 11-04-2013
0

სიახლეები პოპულარული