მადრიდის "რეალი" მისსავე სარეზერვო გუნდთან 1:5 დამარცხდა

AutoSharing Option
წინასასეზონო შეკრების პირველი კვირის დასასრულს ჟოზე მოურინიომ ფეხბურთის თამაში ინება - "რეალი" მისსავე სარეზერვო გუნდს, "რეალ კასტილიას" შეხვდა, რომელსაც მეორე დღეს 40 წელი უსრულდებოდა და... 1:5 განადგურდა.

ჟოზე მოურინიომ ამ შეხვედრას თავიდან ბოლომდე უყურა და ყველა დეტალი ჩაინიშნა. შეხვედრა ვალდებებასის ბაზაზე გაიმართა. ტელეკამერების თვალწინ "რეალის" ახალგაზრდებმა მოინდომეს და თანაც როგორ.

ჟოზე მოურინიოს ვარჯიშზე 9 პირველგუნდელი და 14 სარეზერვო ჰყავდა. 15-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ თამაში დაიწყო. პრესა მას მთლიანად დაასწრეს.

გამარჯვებულთა შორის გამოირჩეოდა ნური შაჰინი, რომელმაც გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. დუბლი შეასრულა
დენის ჩერიშევმა, თითო გოლი კი ალვარო მორატასა და ლუკას ვასკესის ანგარიშზეა.

პირველი გუნდიდან ერთადერთი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა. სხვათა შორის, 21 წლის დენის ჩერიშევი სწრაფი შემტევია. ის ცნობილი რუსი ფეხბურთელის, დმიტრი ჩერიშევის შვილია და ესპანეთის მოქალაქეა.

I გუნდი: პაჩეკო, ფაბინიო, ვარანი, ნაჩო ფერნანდესი, რიოსი, დიარა, დი მარია, გრანერო, კაკა, კალეხონი, იგუაინი.
II გუნდი: ადანი, ხუანფრანი, მატეოსი, კასადო, ივანი, მოსკერა, ალექსი, შაჰინი, დენისი, მორატა, ლუკასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ნური შაჰინი რატომ იყო სარეზერვო გუნდში, არა ათამაშებენ გასაგებია მაგრამ რეალ კასტილია ნამეტანია, ვერ დაეტია დორტმუნდში
სუპერმასწი
14:23 23-07-2012
0

სიახლეები პოპულარული