დანიელ ალვეში: ძალიან განვიცადე, "ბარსელონამ" რომ არ დამიცვა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვეშმა სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის პოზიციასთან დაკავშირებით, სინანული გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს კატალონიურ კლუბს ბრაზილიელი ფეხბურთელი აღარ სჭირდებოდა და ამიტომ ალვეშს გუნდიდან წასვლა მოუწევდა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ბრაზილიელმა დააფიქსირა.

"ბევრი ჭორი იყო იმის შესახებ, თითქოს "ბარსელონაში" აღარ ვითამაშებდი. ძალიან განვიცადე, რომ კლუბმა არ დამიცვა.

ჩვენმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს და ვაპირებ, მისი იმედები გავამართლო"
, - თქვა ალვეშმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული