შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს კატალონიურ კლუბს ბრაზილიელი ფეხბურთელი აღარ სჭირდებოდა და ამიტომ ალვეშს გუნდიდან წასვლა მოუწევდა.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ბრაზილიელმა დააფიქსირა.
"ბევრი ჭორი იყო იმის შესახებ, თითქოს "ბარსელონაში" აღარ ვითამაშებდი. ძალიან განვიცადე, რომ კლუბმა არ დამიცვა.
ჩვენმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს და ვაპირებ, მისი იმედები გავამართლო", - თქვა ალვეშმა.