"ბარსელონა" ჩავი მარტინესით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკის" ხელმძღვანელობასთან ნახევარმცველ ჩავი მარტინესის გადასვლის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

"ბლაუგრანას" წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 23 წლის ჰავბეკის სატრანსფერო ღირებულების დაწევას მოახერხებენ, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ესპანეთის ნაკრების მოთამაშე ბასკებმა 40 მილიონი ევრო დაუფასეს.

შესაძლოა, "ატლეტიკში" "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის რომელიმე ფეხბურთელი გადავიდეს.

გასულ სეზონში ჩავი მარტინესმა 44 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული