ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და "ჰამბურგთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი "ჰამბურგთან" ამხანაგურ მატჩში, რომელიც 24 ივლისს გაიმართება, ვერ ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ 23 ივლისს "ბლაუგრანას" ვარჯიშზე მესიმ ჯვარედინი კუნთები დაიშავა.
ამის შემდეგ მესიმ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომელმაც კუნთების ჰემატომა დაუდგინა.

ამის გამო გადაწყვიტეს, რომ მესი "ბარსელონაში" დარჩება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება არგენტინელი გუნდთან ერთად ვარჯიშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული