"ბარსელონა" ალექსის სანჩესის "მილანში" გაშვებას არ დათანხმდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი "კამპ ნოუზე" დარჩება.

მასმედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "როსონერის" ხელმძღვანელობა "ბარსელონას" ალექსის სანჩესის ერთი სეზონით იჯარით აყვანას სთავაზობდა, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით.

მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანამ" გარიგებაზე უარი თქვა და ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ჩილელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და ტიტო ვილანოვა ვინგერზე დიდი იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ამჟამად შეტევითი ხაზის გაძლიერებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს მიჰყიდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პრესა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელებს, ედინ ჯეკოს და კარლოს ტევესს "მილანში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული