ბრაზილიელმა რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის პოზიციამ გული ატკინა.
მასმედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ ალვეში კლუბს დატოვებდა, რადგან "ბლაუგრანას" მისი იმედი აღარ ჰქონდა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მაშინ კლუბმა არ დაიცვა.
"ალვეშის გამო დებატები არასდროს ყოფილა. რომ მცოდნოდა, რომ დანიელი თავს ასე გრძნობდა, აუცილებლად დავურეკავდი. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია. სხვა მსგავს განაპირა მცველს ვერ ვიხსენებ", - განაცხადა ვილანოვამ.