სამშაბათს 19 წლის ფეხბურთელმა აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარა, მეორე დღეს კი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
კონდობია ხირონაში დაბანაკებულ "სევილიას" შეუერთდება და მიჩელის განკარგულებაში გადავა, სადაც ანდალუსიელები ადგილობრივ "ხირონასთან" ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდნენ (ეს შეხვედრა წუხელ გვიან გაიმართა).
ჯეფრი კონდობია 2004 წლიდან "ლანსის" აკადემიაში ვარჯიშობდა და ამ კლუბის აღზრდილია. საყრდენ ნახევარმცველს საფრანგეთის ყველა ასაკის ნაკრებში აქვს ნათამაშები. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
გასულ სეზონში "ლანსში" მან 34 მატჩი ითამაშა. "სევილიას" ნიჭიერი ნახევარმცველი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"