ლიონელ მესი 31 ივლისისთვის მწობრში იქნება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო ვარჯიში.

შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგთან" ამხანაგურ მატჩამდე მესის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან გერმანულ გუნდთან თამაში გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ მესის მატჩში არმონაწილეობის გამო გერმანელებმა "ბლაუგრანას" 1.2 მილიონი ევრო არ გადაუხადეს.

თავად არგენტინელი ვუნდერკინდი კი, სავარაუდოდ, კატალონიის სუპერთასის მატჩისთვის მზად იქნება, სადაც "ბარსელონა" "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის შეხვედრა 31 ივლისს ჩატარდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული