შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბმა" 5:1 მოიგო, არგენტინელ ფეხბურთელს კი ამ გამარჯვებაში უკანასკნელი როლი არ უთამაშია.
"მოსამზადებელი პერიოდის დასაწყისით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველ მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ საკუთარ ძალებში მეტი თავდაჯერება გვეგრძნო.
მორიგ სეზონში ჩვენი მიზანი სამივე ფრონტზე ბრძოლაა", - განაცხადა დი მარიამ.