ლა ლიგა. ამხანაგური მატჩები - "ვალენსიას" გერმანული ვოიაჟი

AutoSharing Option
ესპანურმა გუნდებმა ლა ლიგის 82-ე გათამაშებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ყველაზე ადრე გახურება "ბილბაომ", "სევილიამ" და "რეალ სოსიედადმა" გადაწყვიტეს, რომელთაც პირველი ამხანაგური მატჩები ჯერ კიდევ 13 ივლისს გამართეს, მაშინ, როცა "რეალი" და "ბარსელონა" საქმეში მხოლოდ 11 დღის მერე ჩაერთვნენ.

გთავაზობთ ლა ლიგის კლუბების მიერ 24 და 25 ივლისს გამართული ამხანაგური მატჩების მცირე მიმოხილვას...

ფეგულის ხელი და გაგოს დებიუტი
"ვალენსიამ" გერმანული შეკრება ამხანაგური მატჩით დაასრულა - ბილეფელდის "არმინიას" დაუზავდა - 1:1.

ეს მატჩი განსაკუთრებით იმით იყო საინტერესო, რომ პირველად უნდა ეთამაშა "ღამურების"
თეთრი ფორმით არგენტინელ ფერნანდო გაგოს, რომელიც "ვალენსიაში" "რეალიდან" მოხვდა.

გაგომ შეხვედრის ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და საერთო შეფასებით, ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მას მერე, რაც გაგო შევიდა მოედანზე, "ვალენსია" უკეთ აკონტროლებდა ბურთს და შეტევის განვითარების მეტი ვარიანტები გაუჩნდა.

მაურისიო პელეგრინომ ცენტრში ჯერ პარეხას და ტინო კოსტას დუეტი დააყენა, შემდეგ გაგოს და ალბელდასი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე დუეტმა უფრო გაამართლა. ესპანელები აგებდნენ, როცა ვიერას პასს ალჟილერი სოფიან ფეგული ხელით შეწვდა და ისე გაიტანა გერმანელთა კარში.

გაიცანით ახალი ტორესი... ოღონდ, ოლივერი
ვიგოში, "ბალაიდოსზე" ადგილობრივმა "სელტამ", რომელიც წლეულს დაბრუნდა ელიტაში, მადრიდის "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა და გალისიური ქალაქის ტროფეიც დაისაკუთრა. ამ შეხვედრას 11 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

გამარჯვების გოლი თავურით მარიო ბერმეხომ გაიტანა. ამ თამაშმა, შესაძლოა, ორივე გუნდს კარგი სამსახური გაუწიოს - "სელტამ" მოუგო კლუბს, რომელმაც ევროპალიგა ტრიუმფით გაიარა. ლა ლიგაში დაბრუნებულთათვის ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანაც, "სელტა" დროდადრო მართლაც კარგ ფეხბურთს აჩვენებდა.

"ატლეტიკომ" კი, მიუხედავად იმისა, რომ 4 წამყვანი ფეხბურთელი (არდა თურანი, ხუანფრანი, ფალკაო და ადრიან ლოპესი) აკლდა, უფრო მეტი მომენტი შექმნა. აღსანიშნავია 17 წლის ოლივერ ტორესის თამაში. შემტევი ნახევარმცველი არ ჩაკარგულა უფრო გამოცდილ თანაგუნდელებში. დიეგო სიმეონე აშკარად კმაყოფილი დარჩა მისით.

რუბენი ისევ ფორმაშია
კატალონიაში დაბანაკებულმა "სევილიამ" ადგილობრივი "ხირონა" დაამარცხა - 1:0. ეს იყო "ტროფეო ხირონას" 36-ე გათამაშება.

მაყურებელი ბევრი არ მოსულა, სულ 3 ათასი ადამიანი. გამარჯვების გოლი შარშან მადეირული "მარიტიმუდან" გადმოსულმა სენეგალელმა ბაბა დიავარამ გაიტანა. მთელი თამაში დიავარა ყველაზე სახიფათო იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში მან ბურთი "მოპარა" მცველ მიგეს და ხირონას თასი ანდალუსიელებს დარჩათ.

"ელ ტორალინზე" (4 ათასი მაყურებელი) "დეპორტივომ" დაბალი ლიგის "პონფერადინა" 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მე-11 წუთზე რიკიმ გაიტანა.

როტერდამის "დე კუიპზე" "მალიორკა" მასპინძელ "ფეიენოორდს" 0:0 დაუზავდა. ეს "ფეიენოორდის" ახალი სეზონის გუნდის პრეზენტაცია იყო. სტადიონიც გადაიჭედა. ამ შეხვედრაში, ალბათ, უკანასკნელად მოირგო ივან რამისმა "მალიორკას" ფორმა - ესპანელი მცველი "უიგანში" გადადის.

კადისში "ბეტისმა" 5:1 გაანადგურა დაბალი რანგის "სანლუკენიო". "ბეტისის" ფორვარდი რუბენ კასტრო კვლავ შესანიშნავ ფორმაშია - მან დუბლი შეასრულა. 31 წლის ფორვარდმა ბოლო სეზონში 13 გოლი გაიტანა.

დღეს ლისაბონში
26 ივლისს მხოლოდ ერთი ლალიგური გუნდი (ესპანიოლი) თამაშობდა. 27 ივლისს კი "რეალი" ლისაბონში "ბენფიკას" გაეჯიბრება, დაქსში ბილბაოს "ატლეტიკი" - ფრანგულ "ლილს", ამერიკულ ტურნეზე მყოფი "მალაგა" ვენესუელის "სამორა დე ბარინასს" შეხვდება. უფრო დატვირთული დღე 28 ივლისსაა, როცა ლა ლიგის ერთბაშად 12 კლუბი ითამაშებს, მათ შორის, "ბარსელონა".

24 ივლისი
ოსასუნა-ეიბარი 2:1
ოსასუნა (I ტაიმი): ასიერ რიესგო - მ. ბერტრანი, არიბასი, მ. ფლანიო, ნანო - ლოე, ოიერი - სეხუდო, რ. ტორესი, ლამა - მანუ ონვუ.
ოსასუნა (II ტაიმი): ა. ფერნანდესი - დამია, რუბენი, ლოლო, ეჩაიდე, ნანო - სეხუდო (71. რ. ტორესი), პუნიალი, ტიმორი, ლამა - ნინო.
გოლები: 1:0 სეხუდო (11), 2:0 მანუ ონვუ, 2:1 ეკეჩე (81)

არაალი-სარაგოსა 0:8
სარაგოსა: ლეო ფრნაკო (50. ტონი დობლასი) - ალვარო (35. ლაგვარდია), გონი (67. კ. ერნანდესი), პარედესი (50. ფ. გონსალესი), ობრადოვიჩი - პინტერი (67. სუკულინი), ხოსე მარი (53. მატეუ) - მონტანიესი (59. ლაკრუსი), ვილჩესი (50. ვ. როდრიგესი), ორტი (67. გასამა) - არანდა (53. ხოელი).
გოლები: 0:1 მონტანიესი (27), 0:2 გონი (30), 0:3 ფ. გონსალესი (50), 0:4 ორტი (58), 0:5 ორტი (64), 0:6 ლაკრუსი (71), 0:7 გასამა (82), 0:8 გასამა (87)

25 ივლისი
არმინია-ვალენსია 1:1
ვალენსია: დიეგო ალვეში - ბარაგანი (46. პერეირა), რიკარდო კოშტა (71. კვინტანილია), რუისი (79. დელგადო), მატიო (46. ბერნატი) - პ. ერნანდესი (60. ფეგული), პარეხა (60. გაგო), ტინო კოსტა (60. ალბელდა), გუარდადო (60. პიატი) - სოლდადო (60. ალკასერი), ჟონასი (60. ვიერა).
გოლები: 1:0 ბურმაისტერი (75), 1:1 ფეგული (78)

ფეიენოორდი-მალიორკა 0:0
მალიორკა: ავატე - ა. ლოპესი, რამისი, ნუნიეში, ჩიმო - პინა, მარკესი, ალფარო - მ. პერეირა, ა. ვასკესი, ვიქტორი.
შეცვლაზე შევიდნენ: ჰემედი, შარლი, მარტი, არისმენდი და ჟოაო ვიქტორი.

უესკა-ვილიარეალი 3:3
გოლები: 0:1 მორენო (12), 0:2 ბ. ვალერო (48), 1:2 მ. მარტინესი (67), 2:2 ხოკინი (80), 3:2 ხოკინი (87), 3:3 ტრიგუეროსი (89)

სელტა-ატლეტიკო 1:0
სელტა: ვარასი (46. სერხიო (79. რუბენი)) - უგო მალიო (69. ჯონი), კაბრალი, ტუნიესი (69. სამუელი), რობერტო ლაგო (69. ბელვისი) - ბუსტოსი (69. ხონათან ვილა), ნაჩო ინსა, ალექს ლოპესი (79. ჟოტა), კიკე დე ლუკასი (69. დ. როდრიგესი), ტონი (69. ხ. ტომასი) - ასპასი (69. ბერმეხო).
ატლეტიკო: კურტუა (46. ასენხო) - სილვიო (78. კადერი), გოდინი (63. კატა დიასი), მირანდა, ფილიპე ლუიში - მარიო სუარესი, ტიაგო - სალვიო, ს. როდრიგესი (63. საული), ოლივერი (78. პედრო) - ბორხა (46. რაულ გარსია).
გოლი: 1:0 ბერმეხო (77)

ხირონა-სევილია 0:1
სევილია: პალოპი - ფასიო, კალა, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, ტროხოვსკი - რაკიტიჩი, დელ მორალი, რეიესი - ბაბა დიავარა.
შეცვლაზე შევიდნენ: დ. ლოპესი, ლუნა, ალექს რუბიო, ბერნარდო, ერვასი, აკოსტა, კონდობია.
გოლი: 0:1 ბაბა დიავარა (47)

პონფერადინა-დეპორტივო 0:1
დეპორტივო: ლუქსი - ლაურე, აიტამი, უჩიო, აიოსე - ა. სანტოსი, დომინგესი, საული, ვალერონი - პიცი, რიკი.
შეცვლაზე შევიდნენ: მანუელ პაბლო, სეოანე, კარიდადი, ევალდო, ხ. ვასკესი, ბერგანტინიოსი, გამა, ხუან კარლოსი, ვიქტორი და ბოდიპო.
გოლი: 0:1 რიკი (11)

კორდობა-გრანადა 2:1
გრანადა: ხორხე სანჩესი - ნიონი, ი. ლოპესი, ხ. პერესი, სიკეირა - ალექს კრუსი (29. ფანშონი), მოისესი - ლუსენა, ტორხე, ელ-არაბი - მაჩისი.
შეცვლაზე შევიდნენ: რობერტო, ირინეი, ბორხა გომესი, პარამო, დ. კორტესი, მ. რიკო, ორელიანა, ფლორო ფლორესი, ანგულო და ხუნმა ორტისი.
გოლები: 1:0 პატინიო (16), 2:0 ხ. პერესი (46. ს.კ.), 2:1 ორელიანა (69)

ატ. სანლუკენიო-ბეტისი 1:5
ბეტისი: ადრიანი - ნელსონი, მანუ ერერა, დორადო, ნაჩო - რ. პერესი, ბენიატი, ხუან კარლოსი, სევილია - აგრა, რ. კასტრო.
შეცვლაზე შევიდნენ: ჩიკა, ამაია, ა. მარტინესი, ნონო, ს. როდრიგესი, კემპბელი, ვადილიო, ხ. პერეირა და მოლინა.
გოლები: 0:1 რ. კასტრო (12), 1:1 მანოლო (24), 1:2 რ. კასტრო (31), 1:3 აგრა (41), 1:4 მოლინა (58), 1:5 ხ. პერეირა (76)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული