დავიდ ალბელდა მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" აკრიტიკებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" ფეხბურთელ დავიდ ალბელდას მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" პოლიტიკა არ მოსწონს.

"ბოლო ორი სეზონია, ისინი უფრო და უფრო მეტს ხარჯავენ. სულ ცოტა ხანში მათ ორი თანაბარი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ეყოლებათ თითო პოზიციაზე.

ამ ზაფხულს უკვე დავკარგეთ ხორდი ალბა. "რეალი", რომელიც 100 ქულით ჩემპიონი გახდა, მზადაა, 30 თუ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ. ამ ფულით წარმოუდგენელ რამეს ვიზამდით", - თქვა ალბელდამ.

მომზადებულია Sky Sports-ის მი
ხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული