ლუკა მოდრიჩი რეალელია!

AutoSharing Option
გაზეთ "სანის" ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სეზონის მთავარი ტრანსფერი გაიჩარხა!

შაბათ საღამოს "ტოტენჰემი" დაყაბულდა "რეალის" ახალ წინადადებას და ლუკა მოდრიჩი "სამეფო კლუბში" ითამაშებს.

მანამდე ფეხბურთელმა აღიარა, რომ "რეალში" გადასვლა სურდა და ყველაფერი კლუბების შეთანხმებაზე იყო დამოკიდებული.

"რეალი" 26 წლის ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ 36 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის, რაც ევროებში დაახლოებით 46 მილიონია.

"სანის" ინფორმაციით, ლუკამ კინაღამ ჩაშალა ტრანსფერი, როცა "ტოტენჰემს" ტურნეზე არ წაჰყვა. შემდეგ, "რეალის" ხელმძღვანელთა რჩევით, ხორვატი დაბრუნდა და მოიბოდიშა. მას ეს რომ არ გაეკეთებინა, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას ტრანსფერის გაუქმება და
მისი დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული