ალბათ იკითხავთ, ვინ ისმაელ ლოპესიო - ისმაელ (ისმა) ლოპეს ბლანკო ნავარელი ფორვარდია, ის 22 წლისაა და "ბილბაოში" "ლუგოდან" გადავიდა. ისმა ჯერ "ოსასუნაში", შემდეგ კი "ბილბაოში" იზრდებოდა, თუმცა მერე "სარაგოსას" სარეზერვო გუნდში მოხვდა, ბოლოს კი - "ლუგოში". ამ სეზონის წინ
"სლავენი" ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერია, თუმცა 90 წუთის განმავლობაში მარსელო ბიელსას გუნდი ერთი თავით სჯობდა სტუმრებს, თუმცა "ბილბაოს" ეტყობოდა, რომ სეზონისთვის მზადება ჯერ არ დასრულებულა. ხორვატებს იმედი მატეას დელიჩმა დაუტოვა, რომელმაც მე-19 წუთზე გორკა ირაისოსის კარი აიღო.
ბიელსამ მხოლოდ ხუთი ისეთი ფეხბურთელი გამოიყვანა სასტარტოში, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად მოიაზრებიან. მთავარი სიახლე შეტევის მარცხენა ფრთაზე ისმაელ ლოპესის დაყენება იყო.
ბილბაო-სლავენი (ხორვატია) 3:1
ბილბაო (3-4-3): ირაისოსი - ირაოლა, რამალიო (46. ეკიზა), გურპეგი - ი. გომესი (46. ლორენტე), იტურასპე, დე მარკოსი, ი. პერესი - სუსაეტა, ტოკერო (63. გალარეტა), ი. ლოპესი.
გოლები: 1:0 ი. ლოპესი (16), 1:1 დელიჩი (19), 2:1 სუსაეტა (20), 3:1 ი. ლოპესი (68)
ლორენტეს უსტვინეს
მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა ევროპის ჩემპიონი ფერნანდო ლორენტე და მისალმების ნაცვლად "სან მამესის" ტრიბუნებიდან სტვენა გაისმა.
ეს კი იმით არის განპირობებული, რომ 27 წლის ფორვარდი ფეხს ითრევს და კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს.
"ასეთი რამ პირველად ვნახე - გულშემატკივართა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ფეხბურთელს, მეორე კი უსტვენდა.
ერთი ვიცი, ფერნანდო ძლიერი ადამიანია და ამ სიტუაციიდანაც გამოვა. მოდი, ნუ მივცემთ ამ ინციდენტს დიდ მნიშვნელობას", - განაცხადა მარსელო ბიელსამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"