მიზეზი ის არის, რომ კლუბში თავად აცხადებენ, რომ გუნდის დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
თუკი კატალონიელები უცხოელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენენ, გამოვა, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში ის სეზონს ყველაზე ცოტა ლეგიონერით შეხვდება.
ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ამჟამად 8 ლეგიონერია - ალვეში, მესი, სანჩესი, დოს სანტოსი, მასკერანო, აფელაი, ადრიანო და აბიდალი. უკანასკნელად, როცა გუნდში ამაზე ცოტა უცხოელი ირიცხებოდა, 1995/96 წლების სეზონი გახლდათ.
მაშინ "ბლაუგრანას" ღირსებას პოპესკუ, პროსინეჩკი, ჰაჯი, კოდრა და ფიგუ იცავდნენ.
ხაზგასასმელია ის, რომ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ფეხბურთელების 68% აკადემიის აღზრდილია. ესენი არიან: მესი, ვალდესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ალკანტარა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, კუენკა, ფონტასი, ბარტრა, მონტოია და მუნიესა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"