ლიონელ მესი: კრიშტიანო რონალდოს მეგობარი არ ვარ, მაგრამ პატივს ვცემ

AutoSharing Option
"ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი მის მთავარ კონკურენტზე, კრიშტიანო რონალდოზე, "ოქროს ბურთის" მომავალ მფლობელსა და არგენტინის ნაკრების შესახებ საუბრობს.

მესი რონალდოს შესახებ
"რონალდოს კონკურენტობას არასდროს ვცდილობდი. უბრალოდ, ჩემი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას და "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში ტიტულების მოპოვებას ვცდილობ.

კრიშტიანოს პატივს ვცემ, ისევე, როგორც ბევრ სხვა მოთამაშეს, მაგრამ ახლო მეგობრები არ ვართ. ჩემი მეგობრები თანაგუნდელები არიან, ვისთან ერთადაც უკვე მრავალი წელია, ვთამაშობ.

რონალდოსთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ეს ყველაფერი მასმედიის მოგონილია, რათა ჩვენ შორის დაპირისპირება შეიქმნას".

"ოქროს ბურთის"
მომავალ მფლობელზე:

"ჩავი და ინიესტა მოედანზე წარმოუდგენელ ამბებს სჩადიან. მათი წყალობით ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ასევე, რეალური კანდიდატები არიან რონალდო და კასილიასი".

არგენტინის ნაკრების შესახებ:
"ადრე, როცა ნაკრებში ჩავდიოდი, თავს როგორღაც უცნაურად ვგრძნობდი. ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა. რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, ხალხი უფრო თბილად გვეპყრობა.

ადრე ჩვენს თამაშს ვერ ვპოულობდით. ამიტომ ძალიან განვიცდიდით, რომ საჭირო შედეგს ვერ ვაღწევდით. უცნაურად ვგრძნობდი თავს, როდესაც ბარსელონადან ჩავდიოდი და როგორც მჩვევია, ისე ვერ ვთამაშობდი. ახლა ეს ყველაფერი უკან დარჩა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული