პეპ გვარდიოლას აგენტი: ვეჭვობ, პეპს ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა სურდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას აგენტმა ხოსე მარია ორობიტგმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მისი კლიენტი ბრაზილიის ნაკრებს უნდა ჩაუდგეს სათავეში.

"ვეჭვობ, პეპს ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა სურდეს. მას კლუბებში მუშაობა ურჩევნია. ამიტომ ალბათ არცთუ დიდი სურვილი აქვს, რომელიმე ნაკრებს ხელმძღვანელობდეს.

პეპმა დიდი ხანია მომცა მითითება, რომ არანაირი მოლაპარაკება
არ ვაწარმოო. ის ოჯახთან ერთად ნიუ იორკშია და ყველაფრით კმაყოფილია", - თქვა აგენტმა.

მომზადებულია Lancenet-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აცალეთ ამ კაცს დაისვენოს გასიდან კი ისევ ბარსა ბარსაAAAAAAAAA
irakli1805
10:26 18-08-2012
0

სიახლეები პოპულარული