ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალი" გასულ სეზონში ევროპის საუკეთესო გუნდი იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ზედიზედ მეორე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობას გეგმავს.

"ყოველთვის ამბიციური უნდა იყო. გვსურს გასული სეზონის წარმატება გავიმეოროთ. განწყობა ისეთივეა: გვინდა ლა ლიგა მოვიგოთ და არა რეკორდები დავამყაროთ.

ცოტა ხნის წინ გუნდმა ოსტატობის განუმეორებელ დონეს მიაღჭია. გასულ სეზონში ევროპის საუკეთესო გუნდი ვიყავით. ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავაღწიეთ.

ვეცდებით ამბიციები, სათამაშო სტანდარტები და გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

შეგახსენებთ, რომ ტიტულის დაცვას "სამეფო კლუბი" 19 აგვისტოს "ვალენსიასთან" დაპირისპირებით დაიწყებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული