ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური: საჰაერო კატასტროფა "ბერნაბეუზე"

AutoSharing Option
რიგით 82-ე ლა ლიგაში ბურთი გაგორდა და ესპანური ფეხბურთის ისტორიაც გადაიწერა - ჩემპიონატის პირველი გოლი, რომელმაც "მალაგას" 3 ქულა მოუტანა, 16 წლის ფაბრის ოლინგამ გაიტანა.

გოლამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე შესულმა დებიუტანტმა არა მარტო პირველი გოლი გაიტანა სეზონში, არამედ რეკორდიც დაამყარა - ის ესპანური ფეხბურთის ელიტის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა - 18 აგვისტოს აფრიკელი ფორვარდი 16 წლისა და 98 დღის გახლდათ.

ოლინგა შარშან მივიდა "მალაგაში" "მალიორკადან", სადაც ის თანამემამულე სამუელ ეტო'ომ მიიყვანა - ეტო'ომ კამერუნის სკოლაში შეამჩნია ენერგიული და ნიჭიერი
ფორვარდი.

აქამდე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე ლა ლიგის ისტორიაში იკერ მუნიაინი იყო. ბასკმა პირველად 16 წლის და 289 დღის ასაკში გაიტანა.

დებიუტანტიც ასეთი უნდა!
ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ გალისიური "სელტა" პრიმერაში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, გვეუცნაურა, რომ "მალაგასთან" მატჩში "ბალაიდოსი" ვერ შეივსო.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა 0:1 დასრულდა, თამაში კარგი საყურებელი გამოდგა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.

პაკო ერერას გუნდიდან ენრიკე დე ლუკასსა და იაგო ასპასს გამოვარჩევდით. მანუელ პელეგრინის კი შეცვლაზე შესულებმა, დიეგო ბუონანოტემ და ფაბრის ოლინგამ გაუმართლეს - სწორედ არგენტინელის შესვლის შემდეგ გაიტანა კამერუნელმა ჭაბუკმა გამარჯვების გოლი.

მატჩის დასრულებამდე ცოტა დრო კი რჩებოდა, მაგრამ მაინც ბევრი საინტერესო მოხდა - არგენტინელმა მცველმა გუსტავო კაბრალმა კი ქულის გადარჩენის 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა მეკარის მოედნიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

"მალაგამ", მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, ლა ლიგა მოგებით დაიწყო.

მიჩელმა ყოფილ გუნდს აჯობა
ვიგოდან ესტაფეტა სევილიაში გადაიბარეს, სადაც "სანჩეს პისხუანზე" 30 ათასი მაყურებელი მივიდა "ხეტაფესთან" მატჩის სანახავად - მიჩელმა ყოფილ გუნდს 2:1 მოუგო.

ხესუს ნავასი "სევილიას" საუკეთესო ფეხბურთელია. მას ძალიან მცირე დასვენებაც კი ეყო (პუერტო რიკოსთან სანაკრებო მატჩის მერე), რომ თავისი გუნდისთვის გამარჯვება დაებევებინა, თუმცა მას გოლი არ გაუტანია.

მატჩის ბედი პირველი ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როცა გოლები არგენტინელმა ფედერიკო ფასიომ და ევროპის ჩემპიონმა ალვარო ნეგრედომ გაიტანეს.

ალექსისის გოლმა ყოფილი გუნდის კარში კი დაძაბა სიტუაცია მოედანზე, მაგრამ ლუის გარსიას შეცვლებმა აშკარად ვერ გაამართლეს.

სხვათა შორის, "სევილიას" ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფანკლუბმა "ლოს ბირისმა" მატჩს ბოიკოტი გამოუცხადა და 37 წლის განმავლობაში პირველად სტადიონზე არ მივიდა.

ტომერის დრო მოსულა
ბალეარის კუნძულებზე "მალიორკამ" შინ უქულოდ გაისტუმრა "ესპანიოლი" - 2:1. ეს კი 25 წლის ებრაელი ფორვარდის, ტომერ ჰემედის დამსახურებაა, მან დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, შარშან ჰემედმა 8 გოლი გაიტანა, აქედან 5 პენალტით და ერთი თავით.

მოკლედ, თამაშიდან ფეხით სულ ორი გოლი ჰქონდა გატანილი, შაბათს კი მან სეზონის ნორმა შეასრულა.

ჰემედმა ულამაზესი გოლით მატჩის დასაწყისშივე დააწინაურა "მალიორკა", როცა შემობრუნებით დაარტყა ბარსელონელთა კარისკენ, მაგრამ მალევე ვაკასო მუბარაკმა გაათანაბრა და "ესპანიოლი" ქულას შეინარჩუნებდა, შეხვედრის ბოლოსკენ ჰემედს კიდევ ერთხელ რომ არ გაესროლა - მიშელ პერეირას დარტყმული ხარიხას მოხვდა და უკან გამოვარდნილი ბურთისთვის ბრძოლაში ჰემედმა ყველას დაასწრო.

სეზონის ძირი მწარეა
შოკი, ცივი შხაპი, უსიამოვნო მოულოდნელობა - ასეთია ჟოზე მოურინიოს გუნდის სტარტი ახალ ჩემპიონატში. ტიტულის მფლობელმა მისი დაცვა საშინაო ფრეთი დაიწყო, "ვალენსიას" ვერ აჯობა - 1:1.

გონსალო იგუაინის გოლს ბრაზილიელმა ჟონასმა გოლითვე უპასუხა. სხვათა შორის, ჟონასის გოლზე შეჩერება გვმართებს - ის ჩამოწოდებას მოჰყვა. ბრაზილიელმა ყველას თავით დაასწრო; იკერ კასილიასი, პეპე და ჩაბი ალონსო კი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც პირველი ორი სერიოზულად დაზარალდა და ხუთიოდ წუთით თამაშიც შეჩერდა.

მატჩის გმირი კი "ვალენსიას" კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგიონერი - მეკარე დიეგო ალვეში იყო, რომელმაც 5-6 საგოლე მომენტი გააუვნებელყო.

საკამათო ეპიზოდი მოხდა მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა რობერტო სოლდადო კასილიასთან პირისპირ გავიდა, მეკარე მოატყუა და გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა; თუმცა გამეორებებზე გამოჩნდა, რომ ეპიზოდი ძალზე საკამათო იყო და თანამსაჯი ალბათ შეცდა.

თრილერი სან მამესზე
8-გოლიანი თრილერი "სან მამესზე" - ამას არავინ მოელოდა პირველივე ტურში.

ბასკური კლუბის ქომაგებს კი საშფოთველი ბევრი აქვთ: ჯერ ერთი, არ უთამაშიათ ფერნანდო ლორენტესა და ხავი მარტინესს. როგორც ჩანს, ლიდერებს მართლაც ყიდიან; მეორეც, გუნდი 0:3-ს აგებდა, საბოლოოდ კი 3:5 წააგო არცთუ ძლიერ "ბეტისთან".

დუბლი ხორხე მოლინამ შეასრულა, თითო გოლი კი რუბენ კასტრომ, ბენიატ ეჩებარიამ და ალექს პოსუელომ გაიტანეს.

ტიტოს ბედნიერება
ტიტო ვილანოვას ბედნიერი დებიუტი ჯერ კიდევ პირველ 15 წუთში უზრუნველყვეს კაპიტანმა კარლეს პუიოლმა და ლეო მესიმ - ამ ხნის განმავლობაში "ბარსელონა" უკვე 3:1-ს უგებდა "რეალ სოსიედადს".

ანგარიში პუიოლმა თავურით გახსნა, რასაც ბასკთა მოულოდნელი პასუხი მოჰყვა - "მალიორკადან" გადასულმა ურუგვაელმა "ჩორი" კასტრომ გაიტანა, მაგრამ ამის მერე ლეოს დროება დადგა და მან უმალ მიითვალა დუბლი. ტაიმის მიწურულს პედრომაც გაიტანა რაულ ბრავოს კარში.

მეორე ტაიმში ყველაზე საინტერესო დეკემბრის შემდეგ პირველად გამოჩენილი დავიდ ვილიას გოლია.

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური
სელტა-მალაგა 0:1
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო (88. ბერმეხო) - ოუბინია, ბუსტოსი (79. ხ. ტომასი) - ა. ფერნანდესი (80. ტონი), ასპასი, ა. ლოპესი - დე ლუკასი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, ნაჩო კამაჩო - პორტილიო (71. ბუონანოტე), ხოაკინი (77. ელიზეუ), ისკო - სება ფერნანდესი (58. ოლინგა).
გოლი: 0:1 ოლინგა (85)
გაფრთხილება: ოუბინია, მალიო
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-16 (3-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000

სევილია-ხეტაფე 2:1
სევილია (4-3-3): დ. ლოპესი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - ტროხოვსკი (82. ერვასი), მედელი, რაკიტიჩი - ხესუს ნავასი, ნეგრედო (57. დიავარა), რეიესი (75. დელ მორალი).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, აბრაამი, ალექსისი, მ. ტორესი - მიჩელი (46. ხ. ტორესი), ლასენი (74. კოლუნგა) - პედრო ლეონი, ლაფიტა, დ. კასტრო (52. ბარადა) - მიკუ.
გოლები: 1:0 ფასიო (34), 2:0 ნეგრედო (38-პენ), 2:1 ალექსისი (50)
გაფრთხილება: რაკიტიჩი, სპაჰიჩი, მედელი, დელ მორალი - ვალერა, ალექსისი, პედრო ლეონი, მ. ტორესი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-10 (5-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 000

მალიორკა-ესპანიოლი 2:1
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩ. ნავარო, ნუნიეში, ბიგასი, ა. ლოპესი - ნსუე (73. მ. ფერნანდესი), პინა (80. მარტი), ხ. მარკესი (54. ჟოაო ვიქტორი), პერეირა - ჰემედი, ვიქტორი.
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, ფორლინი, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, კ. გომესი (82. ტეხერა) - ალბინი, ვერდიუ, ვაკასო (68. ალფონსო) - ა. ვასკესი (63. რუი ფონტე).
გოლები: 1:0 ჰემედი (2), 1:1 ვაკასო (6), 2:1 ჰემედი (85)
გაფრთხილება: ნუნიეში, ნსუე, მარტი - ვ. სანჩესი, ვაკასო
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 17-13 (9-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 22 000

ბილბაო-ბეტისი 3:5
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, დე მარკოსი - იტურასპე (23. დე გალარეტა), ანდერი (46. ი. გომესი) - სუსაეტა, ი. პერესი, ი. ლოპესი - ტოკერო (46. ადურისი)
ბეტისი (4-2-3-1): ფაბრისიო - ჩიკა, პაულაუ, დორადო, ნაჩო - ბენიატი (73. პოსუელო), რ. პერესი - რ. კასტრო, აგრა (60. კანიასი), ხ. კარლოსი (77. ხ. პერეირა) - მოლინა.
გოლები: 0:1 რ. კასტრო (6), 0:2 მოლინა (26), 0:3 ბენიატი (31), 1:3 დე მარკოსი (48), 2:3 სან ხოსე (66), 3:3 სან ხოსე (76), 3:4 პოსუელო (79), 3:5 მოლინა (86)
გაფრთხილება: სან ხოსე, ადურისი - კასტრო, ბენიატი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 17-13 (8-9); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 35 000

რეალი-ვალენსია 1:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე (46. ალბიოლი), სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - დიარა (60. ბენზემა), ჩაბი ალონსო - დი მარია (70. კალეხონი), იოზილი, რონალდო - იგუაინი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რიკარდო კოშტა, რუისი, მატიო - გაგო, ტ. კოსტა - ფეგული (81. ვალდესი), ჟონასი, გუარდადო (65. პიატი) - სოლდადო (70. პარეხო).
გოლები: 1:0 იგუაინი (9), 1:1 ჟონასი (41)
გაფრთხილება: ჩაბი ალონსო - ფეგული, რუისი, პერეირა, პიატი
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 24-5 (9-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 78 000

ბარსელონა-სოსიედადი 5:1
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი (50. პიკე), მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი (57. ინიესტა), ბუსკეტსი, ჩავი - ტელიო, მესი, პედრო (74. ვილია).
რეალ სოსიედადი (4-3-3): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო (63. ველა), ილარამენდი (78. ხ. რიოსი), ბერგარა - ჩაბი პრიეტო, გრიზმანი, გ. კასტრო (72. ხოსე ანხელი).
გოლები: 1:0 პუიოლი (3), 1:1 გ. კასტრო (9), 2:1 მესი (11), 3:1 მესი (15), 4:1 პედრო (41), 5:1 ვილია (84)
გაფრთხილება: მასკერანო, ვილია - ჩაბი პრიეტო, დე ლა ბელა, ანსოტეგი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 18-5 (10-2); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 75 000

20 აგვისტო
დეპორტივო-ოსასუნა 21:00
ვალეკანო-გრანადა 23:00
სარაგოსა-ვალიადოლიდი 01:00

მომდევნო ტური
25 აგვისტო: რეალ სოსიედადი-სელტა, ბეტისი-რაიო ვალეკანო, ესპანიოლი-სარაგოსა, მალაგა-მალიორკა.
26 აგვისტო: ხეტაფე-რეალი, ოსასუნა-ბარსელონა, გრანადა-სევილია, ვალენსია-დეპორტივო.
27 აგვისტო: ვალიადოლიდი-ლევანტე, ატლეტიკო-ბილბაო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული