ლიონელ მესი: წელს "ბარსელონა" ყველა ტიტულის მოგებას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც "რეალ სოსიედადს" (5:1) ორი გოლი გაუტანა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიელები მიმდინარე სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას აპირებენ.

"როგორც უკვე თქვა ტიტო ვილანოვამ, "ბარსელონას" ყველაფრის მოგება სურს. გამარჯვების წყურვილი ხომ ჩვენი მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია. თავისთავად და იოლად არაფერი გვეძლევა, მაგრამ ამისთვის მთელ ძალისხმევას გავიღებთ.

წარმატების საწინდარი გუნდის შეკრულობა და გასახდელში შექმნილი კარგი ატმოსფეროა. საფეხბურთო ფილოსოფია ხომ იგივე გვაქვს, რაც "რეალ სოსიედადთან" მატჩშიც გამოვავლინეთ.

გასულ სეზონში ვერც პრიმერა მოვიგეთ, ვერც ჩემპიონთა ლიგა. წელს ამის გამოსწორებას
ვაპირებთ", - თქვა ლიონელ მესიმ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული