დავიდ ვილია: ტრიბუნები ისეთი ოვაციებით შემხვდნენ, რომ ჟრუანტელმა დამიარა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ "სოსიედადთან" (5:1) ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ტრიბუნები ისეთი ოვაციებით შემხვდნენ, რომ ჟრუანტელმა დამიარა. გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი ასეთი დახვედრის გამო.

ასეთმა დახვედრამ ძალები შეგვმატა, როგორც მე, ისე ჩემს ოჯახს. განსაკუთრებით კი - ცოლსა და ჩემს გოგონას, რადგან ისინი ძალიან დამეხმარნენ ტრავმის გადატანაში.

რაც შეეხება ჩემპიონატს, სტარტი კარგი გამოვიდა, რაც საკუთარ თავში რწმენას უფრო შეგვმატებს.

მე კი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ. ნელ-ნელა შევძლებ სასურველი კონდიციების მიღწევას და მოედანზე 90 წუთის
გატარებას", - თქვა ვილიამ.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური: საჰაერო კატასტროფა "ბერნაბეუზე"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხარ, odala, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტე ჯობდა: "რომელი ქართულის უცოდინარი" კი არა, უნდა იყოს "ქართულის რომელი უცოდინარი", თორემ გამოდის, რომ რამდენიმე ქართულიდან ერთ-ერთის უცოდინარზეა ლაპარაკი. ამაზე ძონძების ერთ-ერთი მაღაზიის სახელი გამახსენდა (მგონი, ქუთაისშია): "ნახმარი ქალის ტანსაცმელი"
merabi
23:51 20-08-2012
0

სიახლეები პოპულარული