"ბარსელონა" გამპერის თასზე გენუის "სამპდორიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"კამპ ნოუზე" გამპერის თასის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ლეგენდარული პრეზიდენტის - "ბარსელონას" დამაარსებლის, ჟოან გამპერის საპატივცემულოდ ტარდება.

ტურნირის 47-ე გამარჯვებული იტალიური "სამპდორია" გახდა, რომელმაც ფინალში "ბარსელონა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ნახევარმცველის, რობერტო სორიანოს ანგარიშზეა.

"ბარსელონა"-"სამპდორია" 0:1 (0:1)
გოლი: სორიანო, 2 (0:1).

"ბარსელონა": პინტო, მონტოია, ბარტრა, ფონტასი, პლანასი, ესპინოზა, დოს სანტოსი, რობერტო, დეულოფეუ, ვილია, აფელაი.

"სამპდორია": რომერო, ბერარდი, გასტალიედო, როსინი, კოსტა, შორიანო, ტისონე, პოლი, ესტიგარიბია, მაქსი, ანტონიო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული