ბარსა-რეალობა
...დაიწყო ჟოზე მოურინიოსთვის ცუდად და დებიუტანტ ტიტო ვილანოვასთვის ფეხბედნიერად. ალბათ, მოსალოდნელიც იყო, რომ "ბარსელონა" იოლად გაუმკლავდებოდა ყოჩაღ, მაგრამ სუსტ "რეალ სოსიედადს", ხოლო "რეალს" პრობლემები ელოდა მესამეადგილოსან "ვალენსიასთან" დაპირისპირებაში.
"ბარსელონამ" 5:1 გაანადგურა მეტოქე "კამპ ნოუზე", ხოლო "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუ" თავდახრილმა დატოვა - 1:1. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ
მესი VS რონი
რომელი უკეთესია? კრიშტიანო რონალდო თუ ლიონელ მესი? ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ. შარშან ჩვენ მათ შორის მინი-ტურნირი "მოვაწყვეთ", თითოეულ ტურში უკეთ მოთამაშეს ქულა ერიცხებოდა, ურთიერთშეხვედრაში უკეთესს კი ქულა უორმაგდებოდა.
"სეზონი" დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ მესიმ რონალდოს 23:22 მოუგო! წლეულს იმავე პრინციპით ვაგრძელებთ "ტურნირს".
"რეალ სოსიედადთან" 5:1 დასრულებულ მატჩში ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 8-ჯერ დაარტყა (4-ჯერ ზუსტად), 2 გოლი გაიტანა. არგენტინელის წინააღმდეგ 2-ჯერ დაარღვიეს წესი, ერთხელ კი თავად დააშავა, ერთხელ თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.
"ვალენსიასთან" 1:1 დასრულებულ მატჩში კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (ყველა ააცილა), პორტუგალიელს 2-ჯერ ეუხეშნენ, ერთხელ კი თავად დაჯარიმდა.
ვფიქრობთ, დისკუსია ზედმეტია - მესიმ ანგარიში გახსნა 1:0. 23 აგვისტოს მათი უშუალო დაპირისპირებაა, მაგრამ არა ლა ლიგის სტატუსით.
ტურის სიმბოლური ნაკრები
"ლელოს" ვერსიით. 3-4-3
დიეგო ალვეში (ვალენსია) - ვიქტორ რუისი (ვალენსია), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), კარლეს პუიოლი (ბარსელონა) - გარი მედელი (ატლეტიკო), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი), იბაი გომესი (ბილბაო), კრისტიან ტელიო (ბარსელონა) - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ლიონელ მესი (ბარსელონა), ხორხე მოლინა (ბეტისი)
მე-12 ფეხბურთელი: გონსალო იგუაინი (რეალი).
ტურის გმირი
ფაბრის ოლინგა (მალაგა)
კამერუნელი დებიუტანტი "სელტასთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა და თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ლა ლიგის სეზონის პირველი გოლია. ამასთან, ფაბრისი გახდა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი - 16 წლის და 98 დღის. თუმცა ფოტოს მიხედვით ამას ვერაფრით იტყვით...
ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო: "ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავუბრუნდები ინგლისს", - "რეალის" თავკაცი ვერ ეშვება პრემიერლიგაზე ოცნებას.
კრიშტიანო რონალდო: "ფორმის პიკზე რომ გავიდე, კიდევ 10 დღე მინდა", - რონალდო ამით გვეუბნება, ვერც "ელ კლასიკოზე" მნახავთ, რა ბიჭი ვარო. ვნახოთ.
ტიტო ვილანოვა: "მადრიდულ ფრეს ჯერ მნიშვნელობას არ ვანიჭებ", - "ბარსელონას" ახალი თავკაცი.
მანოლო ხიმენესი: "მერჩივნა, ახლა მე ვუღიმოდე "ვალიადოლის" წარმომადგენლებს, ისევე, როგორც ახლა ისინი მე მიცინიან", - "სარაგოსას" თავკაცი 0:1 მარცხის მერე.
პეპე მელი: "თანახმა ვარ, ამდენივე შეცდომა დავუშვათ თამაშში, თუ შედეგი იგივე იქნება", - "ბეტისის" თავკაცი სტუმრად "ბილბაოს" 5:3 დამარცხების შემდეგ.
პაკო ერერა: "ფეხბურთმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა სამართლიანობა", - "სელტას" თავკაცი "მალაგასთან" 0:1 მარცხის შემდეგ.
ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
დელგადო ფერეირო (რეალი-ვალენსია) - 8 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)
რა დააშავა: მეორე ტაიმში რობერტო სოლდადომ წესების დაცვით გაიტანა გოლი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის მომიზეზებით არ ჩაითვალა. ერთ ეპიზოდში "რეალს" პენალტი ეკუთვნოდა, როცა ანხელ დი მარია ფერნანდო გაგომ საჯარიმოში წააქცია.
ტურის მხვერპლ(ნ)ი
პეპე (რეალი)
იკერ კასილიასი (რეალი)
42-ე წუთზე "რეალის" კარიდან მოშორებით საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან "ვალენსიას" არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა მივიდა, რომლის ჩაწოდებულმაც კინაღამ ტრაგედია გამოიწვია - იკერ კასილიასი კარიდან გამოვარდა, მაგრამ ბურთსაც ასცდა და მის დასარტყმელად ამხტარ ჟონასსაც. სამაგიეროდ, ერთდროულად ორ თანაგუნდელს შეეჯახა ჰაერში, ჩაბი ალონსოს და პეპეს.
წამიც და "ბერნაბეუ" შიშით გაირინდა - კასილიასი და პეპე ადგილიდან ვერ იძროდნენ.
საბედნიეროდ, ტრაგედიამ მხოლოდ ახლოს ჩაიარა - კასილიასიც წამოდგა და პეპესაც გადაუხვიეს გატეხილი თავი და თამაშიც გაგრძელდა.
ერთი ისაა, რომ გუნდის კაპიტანი უახლოესი წუთები სკუნსივით იყურებოდა და ამ ცხოვრებიდან გამოთიშულს ჰგავდა (იკერმა მერე თქვა კიდეც, რომ შეჯახების მერე რა მოხდა, არ ახსოვდა).
პეპემ თამაში კი გააგრძელა, მაგრამ ტაიმი რომ მორჩა, თავი შეუძლოდ იგრძნო. კიდევ უფრო აერია გონება მას, როცა ექიმმა გასინჯვა დაუწყო. მათ შორის ასეთი დიალოგი წარიმართა:
ექიმი: პეპე, როგორ ხარ?
პეპე: მე პაბლო მქვია. სად ვარ და რას ვაკეთებ აქ?
პორტუგალიელი ეგრევე საავადმყოფოში გააქანეს, სადაც მთელი ღამე თავს ერთგული მეუღლე ადგა.
პორტუგალიელი მცველი ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა "ვალენსიასთან" მატჩი არც მას ახსოვს და ის "ელ კლასიკოზე" ვერ ითამაშებს.
ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ტომერ ჰემედი (მალიორკა) პირველი გოლი "ესპანიოლის" კარში - შემობრუნებით.
2. არდა თურანი (ატლეტიკო) "ლევანტეს" კარში - შორეული დარტყმით, მარჯვენა ფეხით.
3. ლიონელ მესი (ბარსელონა) პირველი გოლი "რეალ სოსიედადის" კარში.
4. კარლეს პუიოლი (ბარსელონა) "რეალ სოსიედადის" კარში - თავით, ჩავის კუთხურის შემდეგ.
5. ჟონასი (ვალენსია) "რეალის" კარში - თავით, ტინო კოსტას ჩამოწოდების შემდეგ.
ტურის საუკეთესო პასი
კრისტიან ტელიოს საგოლე პასი პედროსთვის: ახალგაზრდა ბარსელონელმა ბურთი ჩავისგან მეტოქის საჯარიმოს კუთხეში მიიღო და ჭვინტით საჯარიმოს მეორე მხარეს ეულად მყოფი პედრო მოძებნა. "ბარსელონა" 4:1 დაწინაურდა.
ტურის სტატისტიკა
29 გოლი ტურში (2,9 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 48 ყვითელი ბარათი დაარიგეს და არც ერთი წითელი...
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი) და მიკელ სან ხოსე (ბილბაო).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფაბრის ოლინგა (მალაგა, 16 წლის).
პენალტი ვერ გაიტანეს: რიკიმ (დეპორტივო) და ვიქტორ პერესმა (ვალიადოლიდი)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 74 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 700 - "ონო ესტადი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 24 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - მალიორკა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 17 - ბეტისი
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - რეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ოსასუნა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - ბარსელონა
ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური
სელტა-მალაგა 0:1
საუკეთესო: ვილი კაბალიერო (მალაგა)
სევილია-ხეტაფე 2:1
საუკეთესო: გარი მედელი (სევილია)
მალიორკა-ესპანიოლი 2:1
საუკეთესო: ტომერ ჰემედი (მალიორკა)
ბილბაო-ბეტისი 3:5
საუკეთესო: ხორხე მოლინა (ბეტისი)
რეალი-ვალენსია 1:1
საუკეთესო: დიეგო ალვეში (ვალენსია)
ბარსელონა-სოსიედადი 5:1
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლევანტე-ატლეტიკო 1:1
საუკეთესო: არდა თურანი (ატლეტიკო)
დეპორტივო-ოსასუნა 2:0
საუკეთესო: ნელსონ ოლივეირა (დეპორტივო)
ვალეკანო-გრანადა 1:0
საუკეთესო: რობერტო ტრაშორასი (რაიო ვალეკანო)
სარაგოსა-ვალიადოლიდი 0:1
საუკეთესო: ოსკარი (ვალიადოლიდი)
ბომბარდირები
2 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო).
ასისტენტები
2 - კრისტიან ტელიო (ბარსელონა), იბაი გომესი (ბილბაო)
გოლი+პასი
2 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ბენიატ ეჩებარია (ბეტისი), კრისტიან ტელიო (ბარსელონა), იბაი გომესი (ბილბაო)
მომდევნო ტური
25 აგვისტო: რეალ სოსიედადი-სელტა, ბეტისი-რაიო ვალეკანო, ესპანიოლი-სარაგოსა, მალაგა-მალიორკა.
26 აგვისტო: ხეტაფე-რეალი, ოსასუნა-ბარსელონა, გრანადა-სევილია, ვალენსია-დეპორტივო.
27 აგვისტო: ვალიადოლიდი-ლევანტე, ატლეტიკო-ბილბაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"