ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი 23 აგვისტოს ბარსელონაში, "კამპ ნოუს" სტადიონზე გაიმართება.
"ჩემი სამუშაოს კარგად შესრულებას ვერ შევძლებ, თუ იმაზე ვიფიქრებ, რომ წაგებით ქვეყანა დაიქცევა.
"რეალს" შემადგენლობაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. პეპე ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც მადრიდელებს დაცვაში უფრო კარგად თამაშის საშუალებას აძლევს.
"რეალის" კონტრშეტევები არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ შინ ვთამაშობთ და ჩვენი ძლიერი მხარეები ყველამ იცის.
ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, ვინ ითამაშებს მესისთან ერთად. ამას თამაშის წინ გადავწყვეტთ.
პუიოლის ჯანმრთელობას რაც შეეხება, მას მომავალ შეხვედრაში თამაში შეუძლია", - განაცხადა ვილანოვამ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბარსელონა VS რეალი - ყოველგვარი თითის ტაკების გარეშე