ამ ხმებს საფუძველი აშკარად ჰქონდა, მაგრამ 23 აგვისტოს უკვე 100%-ით გადაწყდა, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა - ესპანეთის ნაკრების მთავარ მეპასეს (და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ამ კუთხით) 11 სექტემბერს თბილისში ვიხილავთ.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ჩავი მაინც ყველაზე ნაკლებად გახარებული ჩანდა "ფურია როხას" შემადგენლობაში. კიევის "ოლიმპიურის" გასახდელში კი სამომავლო გეგმებზე რომ დაეკითხნენ, მხოლოდ ერთი
გადაწყვეტილება საბოლოოდ ასეთია - ჩავი რჩება, რაშიც დიდი როლი შეიტანეს იკერ კასილიასის და დავიდ ვილიას რჩევებმა. მათ, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ "ფურია როხა" ცნობილი 8-იანის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის დებიუტი "ბარსელონაში" 1998 წელს შედგა. ჩავის კარიერაში 24 დიდი ტიტული აქვს მოპოვებული, ეს კი მაიკლ ფელპსის ოლიმპიურ მედლებზე მეტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"